პანკრეასის სიმსივნე
პანკრეასის სიმსივნე
allmedic
პანკრეასის სიმსივნე
პანკრეასის სიმსივნე

პანკრეასის სიმსივნე პანკრეასის უჯრედებიდან განვითარებული ავთვისებიანი დაავადებაა. პანკრეასი მუცლის ღრუს ორგანოა, რომელიც კუჭის უკან და ოდნავ ქვემოთ მდებარეობს. მის მიერ გამომუშავებული ნივთიერებები საჭმლის მონელებასა და შაქრის ცვლის კონტროლში მონაწილეობს.

 

პანკრეასის სიმსივნის მიზეზი დაუდგენელია. უჯრედებში აღმოცენებული მუტაცია მათ უკონტროლო გამრავლებას განაპირობებს. აღნიშნული უჯრედები უფრო დიდხანს ცოცხლობენ ვიდრე ჯანსაღი უჯრედები და საბოლოო ჯამში სიმსივნურ მასას ქმნიან.

 

პანკრეასისი სიმსივნის რისკს ზრდის შემდეგი ფქტორები:

  • ჭარბი წონა
  • პანკრეასის ანთება
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ოჯახის წევრებში პანკრეასის სიმსივნის არსეობობა
  • ოჯახის წევრებში გარკვეული გენეტიკური სინდრომების არსებობა (მაგალითად ლინჩის სინდრომი, ოჯახური მელანომა)
  • თამბაქოს მოხმარება

 

 სიმპტომები ხშირ შემთხვევაში დაავადების შორს წასულ სტადიაში ვლინდება:

  • ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში რომელიც ზურგისკენ გადაეცემა
  • კანისა და თვალის თეთრი ნაწილის (სკლერის) ყვითელი შეფერილობა
  • მადის დაკარგვა
  • წონის დაქვეითება
  • დეპრესია
  • თრომბოზი (სისხლის მომატებული შედედება)

 

პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზის დასადგენად ტარდება ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს ენდოსკოპიური გამოკვლევა და პანკრეასის ბიოფსია, რომლის დროსაც პანკრეასის ქსოვილიდან პატარა ნიმუშს იღებენ გამოკვლევისათვის. სისხლის ანალიზში გარკვეული ცილების გამოკვლევით ადგენენ პანკრეასის სიმსივნის სტადიას.

 

პანკრეასის სიმსივნის მკურნალობა მოიცავს ქირურგიულ ოპერაციას, სხივურ თერაპიასა და ქიმიოთერაპიას. ხშირ შემთხვევაში აღნიშნული მეთოდები კომბინაციაში გამოიყენება. 

allmedic