
პალიატიური მკურნალობა გულისხმობს იმ პაციენტების ტკივილის და სხვა სიმპტომების შემსუბუქებას, ემოციურ და სულიერ მხარდაჭერას, რომელთაც სერიოზული ან სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაავადება აქვთ.
პალიატიურ მკურნალობაში ჩართულნი არიან ექიმები, ექთნები, ფსიქოლოგები, დიეტოლოგები, ფარმაცევტები, რეაბილიტაციის სპეციალისტები და ა.შ., რომლებიც პალიატიური მკურნალობის სპეციალისტთან ერთად შეიმუშავებს მკურნალობის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს სიმპტომების შემცირებას, ფსიქოლოგიურ პრობლემებთან გამკლავებას, მორალურ მხარდაჭერას და ა.შ რაც საბოლოო ჯამში კომფორტსა და სულიერ სიმშვიდეს მოუტანს პაციენტს.
პალიატიური მკურნალობა განსხვავდება ჰოსპისისაგან. ის ხელმისაწვდომია სერიოზული ან სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაავადების ნებისმიერ ეტაპზე. რაც შეეხება ჰოსპისს, ის უზრუნველყოფს დაავადების ბოლო სტადიაზე მყოფი პაციენტების მოვლას, როდესაც მკურნალობა და სიცოცხლის გამახანგრძლივებელი საშუალებების გამოყენება უკვე შეწყვეტილია