
მტკივნეული შარდვა (დიზურია) გულისხმობს დისკომფორტისა და წვის შეგრძნებას შარდვისას.
მტკივნეულ შარდვას მრავალი მიზეზი იწვევს. მანდილოსნებში საშარდე სისტემის ინფექციაა უხშირესი მიზეზი, მამაკაცებში კი შარდსადენი მილის ანთება ან წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატა) დაავადებები.
მტკივნეული შარდვის უხშირესი მიზეზებია:
მტკივნეული შარდვის მიზეზის დასადგენად პაციენტის გამოკითხვისა და ფიზიკური გასინჯვის პარალელურად ტარდება სისხლის, შარდის ანალიზები. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს ნაცხის აღება, ექოსკოპიური, რენტგენოლოგიური გამოკვლევები.
მკურნალობა გამოვლენილ მიზეზზეა დამოკიდებული და ტკივილის მოხსნასთან ერთად გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრისკენ არის მიმართული.