საკვერცხის კიბო
საკვერცხის კიბო
allmedic
საკვერცხის კიბო
საკვერცხის კიბო

საკვერცხის კიბო ავთვისებიანი დაავადებაა. გაურკვეველი მიზეზებით აღმოცენებული გენეტიკური მუტაცია საკვერცხის ნორმალურ უჯრედებს ავთვისებიან უჯრედებად გარდაქმნის. ისინი უკონტროლოდ მრავლდება და მოცულობით მასას ქმნის. აღნიშნული სიმსივნური მასა არამარტო საკვერცხეს, არამედ  ახლომდებარე ქსოვილებსა და მოშორებით მდებარე ორგანოებშიც შეიძლება გავრცელდეს და მათი ფუნქციის მოშლა გამოიწვიოს.

 

ადრეულ ეტაპზე საკვერცხის კიბო უსიმტომო მიმდინარეობით ხასიათდება. მოგვიანებით კი სიმპტომები საკმაოდ მწირი და  არასპეციფიურია. რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი სიმპტომები სხვა დაავადებების, მაგალითად, შეკრულობის ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროსაც აღინიშნება. საკვერცხის კიბოს შესაძლო სიმპტომებია:

  • მუცლის შებერილობა
  • სწრაფად დანაყრება
  • წონის კლება
  • დისკომფორტი მენჯის არეში
  • ნაწლავების ჩვეული მოქმედების არევა, მაგალითად, შეკრულობა
  • ხშირი შარდვა

საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი მაღალია შემდეგ შემთხვევებში:

  • ხანგრძლივი ჰორმონული თერაპია ესტროგენებით
  • გარდატეხის ან მენოპაუზის ასაკი
  • უნაყოფობის მკურნალობის ფონზე
  • თუ მანდილოსანი არასოდეს ყოფილა ორსულად
  • მწეველობა
  • საშვილოსნოს შიდა მოწყობილობების გამოყენება
  • საკვერცხის პოლიცისტური დაზიანება

 

საკვერცხის კიბოს დიაგნოზი ისმება ექიმის მიერ პაციენტის ფიზიკური გასინჯვის, ასევე სისხლის ანალიზის, ექოსკოპიური და კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევების საფუძველზე.

 

საკვერცხის კიბოს მკურნალობა ქირურგიული ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის კომბინაციას მოიცავს. 

allmedic