ოსტეოპოროზი
ოსტეოპოროზი
allmedic
ოსტეოპოროზი
ოსტეოპოროზი

ოსტოპოროზი ეწოდება მდგომარეობას, რომლის დროსაც ძვლები  მყიფე და მსხვრევადი ხდება. ზოგჯერ იმდენად მყიფე, რომ მცირე დატვირთვაც კი (მაგალითად გადახრა ან დახველება) ძვლის მოტეხილობის მიზეზი შეიძლება გახდეს. ოსტეოპოროზი ყველაზე ხშირად ბარძაყის, მტევნისა და ხერხემლის მალის მოტეხილობას იწვევს.

ძვალი ცოცხალი ქსოვილია, რომელიც მუდმივად განიცდის განახლებას - ძველი ქსოვილი იშლება და მის ნაცვლად ახალი წარმოიქმნება. ასაკთან ერთად ძვლის წარმოქმნის პროცესი ნელდება. როდესაც ძვლის დაშლის პროცესის ინტენსივობა აჭარბებს ახალი ძვლის წარმოქმნას, ვითარდება ოსტეოპოროზი.

 ოსტეოპოროზის განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია მენოპაუზის შემდგომი ასაკის ქალბატონებში, დაბალი ტანის მქონე პირებში. რისკს ასევე ზრდის:

  • ჰორმონალური დარღვევები
  • საკვებთან ერთად კალციუმის მცირე რაოდენობით მიღება
  • ზოგადად საკვების არასაკმარისი რაოდენობით მიღება
  • კუჭ-ნაწლავის სისტემაზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია
  • გარკვული მედიკამენტების (ჰიდროკორტიზონი და სხვა.) ხანგრძლივი მიღება
  • მჯდომარე ცხოვრების წესი
  • ალკოჰოლის ხშირი მოხმარება
  • თამბაქოს მოხმარება

 

ადრეულ სტადიაზე ოსტეოპოროზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მოგვიანებით კი ჩნდება:

  • ზურგის ტკივილი (რაც ხერხემლის მალების მოტეხილობით არის გამოწვეული)
  • სიმაღლის თანდათანობით კლება
  • წინ გადახრილი დგომა
  • ძვლების მოტეხილობის განვითარება უმნიშვნელო ტრავმაზეც კი

 

ოსტეოპოროზის დიაგნოზი  სპეციალური რენტგენის აპარატის გამოყენებით ისმება, რომელიც ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მალების არეში  ძვლის სიმკვრივეს საზღვრავს.

მსუბუქ შემთხვევაში ოსტეოპოროზის მკურნალობა შეიძლება მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლით შემოიფარგლოს. მნიშვნელოვანია სწორი კვება, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა. ასევე სათანადო ღონისძიებების გატარებაა წაქცევის რისკის მაქსიმალურად შესამცირებლად.  უფრო შორსწასულ შემთხვევებში საჭირო ხდება მედიკამენტებით მკურნალობა. მკურნალობისათვის გამოყენებული მედიკამენტები ძვლის ქსოვილის გამკვრივებას უზრუნველყოფს.  

ოსტეოპოროზის განვითარების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია:

  • კალციუმის ადექვატური რაოდენობით მიღება;
  • D ვიტამინის ადექვატური რაოდენობით მიღება;
  • რეგულარული ვარჯიში
allmedic