ოსტეოართრიტი
ოსტეოართრიტი
allmedic
ოსტეოართრიტი
ოსტეოართრიტი

ოსტეოართრიტი არის ართრიტის ყველაზე ხშირი ფორმა, რომელიც აწუხებს მილიონობით ადამიანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ოსტეოართრიტი ვითარდება მაშინ, როდესაც ძვლის ზედაპირზე დამცავი ხრტილი ცვდება და გლუვი ზედაპირი ხდება ხორკლიანი დროთა განმავლობაში, მოძრაობა ძნელდება და ხდება მტკივნეული. 

დაავადებამ შეიძლება მოიცვას ნებისმიერი სახსარი, მაგრამ ყველაზე ხშირად ზიანდება ხელები, მუხლები, ბარძაყი და ხერხემალი.

ოსტეოართრიტი ვითარდება თანდათანობით და ხასიათდება პერიოდული გამწვავებებით. მისი სიმპტომებია:

  • სახსრის ტკივილი მოძრაობისას და მის შემდეგ
  • დაჭიმულობის შეგრძნება სახსარში
  • მოძრაობის უნარის შეზღუდვა
  • სპეციფიური ხმიანობა სახსრის მოძრაობისას
  • წანაზარდები ძვლებზე

დიაგნოზის დასმა ხდება სახსრის მდგომარეობის შესწავლით - სიწითლის, შეუშუპების, მოძრაობის შეზღუდვის მიხედვით, ასევე რადიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევებით.

ოსტეოართრიტის განკურნება შეუძლებელია. მკურნალობა მიმართულია სიმპტომების გაუმჯობესებისაკენ, რისთვისაც გამოიყენება სხვადასხვა მედიკამენტები, ფიზიოთერაპიები და ქირურგიული ჩარევებიც კი.

allmedic