
აუტიზმი წარმოადგენს აუტისტური სპექტრის დარღვევის ერთ-ერთ მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება ბავშვის ნეიროგანვითარების შეფერხებით და ვლინდება კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სირთულეში. ამ მდგომარეობის დროს ტვინის სხვადასხვა ნაწილი ვერ ახერხებს კოორდინირებულად მუშაობას. სიმპტომების გამოვლენა ხშირად 3 წლის ასაკამდე ხდება. მშობელი ამჩნევს, რომ მისი შვილი არ ლაპარაკობს, არ რეაგირებს სახელის დაძახებაზე, უპირატესობას ანიჭებს მარტო თამაშს, არ გამოხატავს ინტერესს გარშემომყოფი საგნებისა და ადამიანებისადმი, უჩვეულოდ კონცენტრირდება მაგალითად სათამაშო მანქანის ბორბალზე და არა მთლიანად სათამაშოზე, ახასიათებს სტერეოტიპული მოქმედებები - იმეორებს ერთიდაიგივე მოქმედებებს, როგორიცაა ხელის ან სხეულის ქანაობა და ფრაზებს, არ გამოხატავს სიხარულს და ა.შ.
სიმპტომების გამოვლენის დონე ძალზედ ინდივიდუალურია.
აუტიზმის გამომწვევი ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა გენეტიკურ წინასწარგანწყობასა და გარემო ფაქტორების ერთობლიობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რისკ-ფაქტორებიდან აღსანიშნავია:
დიაგნოზის დასმა ხდება ბავშვთა ფსიქოლოგის, ნევროლოგისა და განვითარების სპეციალისტის ერთობლივი მუშაობის შედეგად.
მკურნალობას აქვს კომპლექსური ხასიათი, მოიცავს:
დაავადების დროული დიაგნოსტირება და თერაპია ბავშვის საზოგადოებაში სათანადო ინტეგრირების შესაძლებლობას იძლევა. ამისათვის საჭიროა დაკვირვება და ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში სპეციალისტისადმი მიმართვა.