სიმსუქნე
სიმსუქნე
allmedic
სიმსუქნე
სიმსუქნე

სიმსუქნე კომპლექსური დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმში გროვდება ზედმეტი რაოდენობით ცხიმი. სიმსუქნე იწვევს არა მხოლოდ ვიზუალურ დისკომფორტს, ის ასევე ზრდის მრავალი დაავადების განვითარების რისკს და საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გენეტიკური, სოციალური და ჰორმონული ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ზედმეტი ცხიმის დაგროვებას, სიმსუქნე ვითარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მიღებული კალორიების რაოდენობა აღემატება დახარჯული კალორიების რაოდენობას.

ზოგადად, სიმსუქნის ძირითად მიზეზებს წარმოადგენს:

  • არააქტიური ცხოვრების წესი
  • არაჯანსაღი კვება

სიმსუქნის დიაგნოზი ისმება, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (სმი) არის 30-ზე მეტი. სმი გამოითვლება სხეულის წონის (კგ) გაყოფით სიმაღლის (მეტრი) კვადრატზე.

 

სხეულის მასის ინდექსი

წონის სტატუსი

18.5-ზე დაბლა

წონის ნაკლებობა

18.5-24.9

ნორმალური

25.0-29.9

ზედმეტი წონა

30.0-34.9

სიმსუქნე (I ხარისხი)

35.0-39.9

სიმსუქნე (II ხარისხი)

40.0 და მაღლა

უკიდურესი სიმსუქნე (III ხარისხი)

 

ადამიანების უმეტესობისათვის სხეულის მასის ინდექსი ქმნის ნათელ წარმოდგენას სხეულში არსებული ცხიმის რაოდენობაზე. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ის ვერ ზომავს ცხიმის ზუსტ რაოდენობას ორგანიზმში, საჭიროა ცალკე მისი გამოკვლევაც, რათა ზუსტად განისაზღვროს ადამიანის ორგანიზმში რა რაოდენობითაა ცხიმი და საჭიროებს თუ არა იგი რაიმე სახის სამედიცინო ჩარევას.

სიმსუქნის მკურნალობა ხდება:

  • კვების რაციონის შეცვლით
  • ვარჯიშითა და ცხოვრების აქტიური წესით
  • ქცევის ცვლილებებით
  • წონის დამაქვეითებელი მედიკამენტებით
  • წონის დასაკლები ოპერაციებით
allmedic