დაბუჟება
დაბუჟება
allmedic
დაბუჟება
დაბუჟება

დაბუჟება მგრძნობელობის დაკარგვაა სხეულის რომელიმე ნაწილში. მას ხშირად თან ახლავს ისეთი შეგრძნებები, როგორებიცაა ჩხვლეტა და წვა. ის შეიძლება განვითარდეს როგორც ერთი ნერვის გასწვრივ, ასევე მოიცვას სხეულის ორივე მხარე სიმეტრიულად.

დაბუჟების გამომწვევი ძირითადად არის ნერვის დაზიანება, გაღიზიანება ან  კომპრესია, უფრო ხშირად სხეულის პერიფერიულ ნაწილებში.

რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი დაავადებებიც, რომლებიც იწვევენ ამ კონკრეტულ შეგრძნებას:

  • სმენის ნერვის ნეირომა
  • ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება
  • ამილოიდოზი
  • მხრის წნულის დაზიანება
  • თავის ტვინის ანევრიზმა
  • სიმსივნეები
  • დიაბეტი
  • გილიან-ბარის სინდრომი
  • ხერხემლის თიაქარი
  • კეთრი
  • ლაიმის დაავადება
  • მრავლობითი სკლეროზი
  • პერიფერიული ნეიროპათია
  • რეინოს დაავადება
  • ქიმიოთერაპიის ან შიდსის სამკურნალო პრეპარატების გვერდითი ეფექტები
  • ზურგის ტვინის ტრავმა
  • სიფილისი
  • გულმკერდის აორტის ანევრიზმა
  • ურემია
  • B-12 ვიტამინის დეფიციტი

ვასკულიტი

allmedic