ცხვირიდან სისხლდენა
ცხვირიდან სისხლდენა
allmedic
ცხვირიდან სისხლდენა
ცხვირიდან სისხლდენა

ცხვირიდან სისხლდენა, იგივე ეპისტაქსისი, ბევრ ადამიანს აღენიშნება, განსაკუთრებით პატარა ბავშვებსა და მოხუცებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ცხვირის ღრუში უხვადაა წარმოდგენილი ზედაპირთან ახლოს განლაგებული სისხლძარღვები, მათი დაზიანებაც საკმაოდ ადვილია.

ყველაზე ხშირად სისხლდენას იწვევს:

  • მშრალი ჰაერი
  • ცხვირის ღრუს მექანიკური დაზიანება

ასევე გამომწვევები შეიძლება გახდეს ისეთი მდგომარეობები, როგორებიცაა:

  • მწვავე სინუსიტი
  • ალერგიები
  • ასპრინის გამოყენება
  • სისხლმდენი დაავადებები, როგორიცაა ჰემოფილია
  • სისხლის გამათხიერებლები
  • ქიმიური გამაღიზიანებლები
  • ქრონიკული სინუსიტი
  • კოკაინი
  • გაციება
  • ძგიდის გამრუდება
  • უცხო სხეული ცხვირის ღრუში
  • არაალერგული რინიტი
  • ცხვირის სპრეი
  • ტრავმა

შედარებით იშვიათად:

  • ალკოჰოლი
  • თანდაყოლილი ჰემორაგიული ტელეანგიექტაზია
  • იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა
  • ლეიკემია
  • ცხვრის პოლიპები
  • ცხვირის ქირურგიული ოპერაცია
  • ცხვირის სიმსივნე
  • ორსულობის მეორე ტრიმესტრი

ზოგადად, სისხლდენა არ არის მაღალი არტერიული წნევის დამახასიათებელი სიმპტომი ან შედეგი. მაგრამ იგი შეიძლება გამწვავდეს მაღალი არტერიული წნევის არსებობის ფონზე. 

allmedic