არაალერგიული რინიტი
არაალერგიული რინიტი
allmedic
არაალერგიული რინიტი
არაალერგიული რინიტი

ტერმინი არაალერგიული რინიტი გულისხმობს ქრონიკულ ცემინებასა და ცხვირიდან გამონადენს, ყველანაირი გამომწვევი მიზეზის გარეშე.

არსებობს არაალერგიული რინიტის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები, ესენია:

  • გარემო გამღიზიანებლები - მტვერი, კვამლი, გამონაბოლქვი
  • ნესტიანი ამინდი
  • ინფექციები, მაგ. გრიპი
  • ცხარე, სანელებლიანი საკვები და ალკოჰოლური სასმელი
  • მედიკამენტები, მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
  • ჰორმონული ცვლილებები
  • სტრესი

 

არაალერგიული რინიტი ყველაზე ხშირად გვხვდება 20 წლამდე ასაკის ადამიანებში.

არაალეგრიული რინიტის სიმპტომატიკა მსგავსია ალერგიული რინიტისა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ ხდება ალერგენის იდენტიფიცირება. მას ახასიათებს პერიოდულობა და შემდეგნაირად ვლინდება:

  • ცხვირის ღრუს შეშუპება
  • გამონადენი ცხვირიდან
  • ცემინება
  • ლორწოს დაგროვება ყელში

არაალერგიულ რინიტს არ ახასიათებს ქავილი.

არაალერგიული რინიტის დიაგნოზის დასმა ხდება სიმპტომებზე დაკვირვებითა და ალერგიული ფონის გამორიცხვის მეშვეობით.

მკურნალობა სიმპტომური ხასიათისაა და იწყება მაშნ, როდესაც სიმპტომები ხდება შემაწუხებელი. იგი მოიცავს:

  • მარილის ხსნარით ცხვირის ღრუს გასუფთავებას
  • სტეროიდების ცხვირის სპრეის
  • ანტიჰისტამინურ სპრეის
  • ცხვირის გამხსნელი აბების მიღებას

ცხვირის გამხსნელ სპრეებს

allmedic