ღამე ოფლიანობა
ღამე ოფლიანობა
allmedic
ღამე ოფლიანობა
ღამე ოფლიანობა

ღამე ოფლიანობა გულისხმობს ძილისას ძალიან დიდი რაოდენობით ოფლის გამოყოფას, რომელიც ასველებს ღამის ტანსაცმელსა და თეთრეულს და უკავშირდება კონკრეტულ დაავადებას.

ღამის ოფლიანობის გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია.

ის შეიძლება წარმოადგენდეს მრავალი მედიკამენტის გვერდით ეფექტს.

ასევე არსებობს სხვადასხვა მდგომარეობები და დაავადებები, რომლებიც იწვევენ ჭარბ ოფლიანობას:

  • შფოთვა
  • აუტოიმუნური ნეიროპათია
  • ბრუცელიოზი
  • კარცინოიდული სინდრომი
  • ენდოკარდიტი
  • შიდსი
  • ჰოჯკინის ლიმფომა
  • ჰიპერთირეოზი
  • ლეიკემია
  • მენოპაუზა
  • მიელოფიბროზი
  • არაჰოჯკინის ლიმფომა
  • ოსტეომიელიტი
  • ფეოქრომოციტომა
  • პიოგენური აბსცესი
  • ძილის დარღვევები
  • ინფარქტი
  • ტუბერკულიოზი

ვინაიდან ღამის ოფლიანობა თან სდევს მეტად საყურადღებო დაავადებებსა და მდგომარეობებს, აუცილებელია ძირითადი დაავადების დროული დიაგნოსტირება და სათანადო მკურნალობა.

allmedic