ფეხის კუნთების სპაზმები ღამით
ფეხის კუნთების სპაზმები ღამით
allmedic
ფეხის კუნთების სპაზმები ღამით
ფეხის კუნთების სპაზმები ღამით

ფეხის კუნთების სპაზმი ღამით არის კუნთების უნებლიე, მტკივნეული შეკუმშვა.  ყველაზე ხშირად ის ვითარდება წვივის კუნთებში, მაგრამ შეიძლება მოიცვას ტერფისა და ბარძაყის კუნთებიც.

სპაზმის მიზეზი დაუდგენელია და არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. იგი ძირითადად კუნთის დაღლილობასა და ნერვების პრობლემებთან არის დაკავშირებული.

სპაზმების განვითარების რისკი იზრდება ასაკთან ერთად. ასევე ის მაღალია ორსულებში.

იშვიათ შემთხვევებში კუნთების სპაზმები დაკავშირებულია რაიმე კონკრეტულ დაავადებასთან, როგორიცაა მაგალითად პერიფერიული არტერიების დაავადება.

ზოგადად კი გამომწვევი მიზეზები იყოფა რამდენიმე კლასად:

სტრუქტურული ანუ აგებულების დაავადებები:

  • პერიფერიული არტერიული დაავადება
  • სპინალური სტენოზი

მედიკამენტების და პროცედურების მიერ განვითარებული სპაზმები:

  • წნევის წამლები
  • შარდმდენები
  • ორალური კონტრაცეპტივები
  • სტატინები
  • დიალიზი

სხვა მდგომარეობებითა და ფაქტორებით განპირობებული სპაზმები:

  • დეჰიდრატაცია
  • დიარეა
  • კუნთების დაღლა
  • ნერვების დაზიანება
  • ოსტეოართრიტი
  • პარკინსონის დაავადება
  • ორსულობა

მეტაბოლური დაავადებების შედეგად განვითარებული სპაზმები:

  • ედისონის დაავადება
  • ციროზი
  • ფარისებრის ფუნქციის ცვლილებები
  • თირკმელების დაავადება
  • დიაბეტი

ღამის სპაზმი როგორც წესი მკურნალობას არ საჭიროებს, მაგრამ თუ მისი განვითარება კონკრეტულ ზემოაღნიშნულ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული, იგი დაავადების ადექვატური მართვის შედეგად გაივლის.

allmedic