წინაგულოვანი ფიბრილაცია
წინაგულოვანი ფიბრილაცია
allmedic
წინაგულოვანი ფიბრილაცია
წინაგულოვანი ფიბრილაცია

წინაგულოვანი ფიბრილაცია არის არარეგულარული და აჩქარებული გულისცემა, განპირობებული ორგანიზმის ცუდი სისხლის მომარაგებით.

ეს არის არარეგულარული გულისცემის ყველაზე ხშირი ფორმა. მისი განვითარების ალბათობა იზრდება ასაკთან ერთად. ამ დროს ხდება გულში ელექტრო იმპულსების გადაცემის დარღვევა.

წინაგულოვანი ფიბრილაცია შესაძლოა მიმდინარეობდეს გამოვლინებების გარეშეც, თუმცაღა მისი სახასიათო სიმპტომატიკა შემდეგნაირია:

  • გულის ფრიალი
  • დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა
  • თავბრუსხვევა
  • გულ-მკერდის არეში დისკომფორტი
  • სუნთქვის უკმარისობა

იგი შეიძლება განვითარდეს პერიოდულად ან ჰქონდეს მუდმივი ხასიათი.

უმთავრესი გამომწვევი მიზეზი გულის სტრუქტურის თანდაყოლილი ან შეძენილი დაზიანებაა. ამ მდგომარეობამ შეიძლება განაპირობოს ინსულტის ან გულის უკმარისობის განვითარება.

დიაგნოზის დასმა ხდება ექიმის მიერ, რომელმაც შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს შემდეგი დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენება:

  • ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ)
  • ჰოლტერის მონიტორი (ეკგ 24 საათიანი მონიტორინგი)
  • ექოკარდიოგრაფია
  • გულმკერდის რენტგენოგრაფია

მკურნალობის მეთოდი განისაზღვრება დაავადების გამომწვევი მიზეზის მიხედვით რომელიც მოიცავს როგორც მედიკამენტებს, ასევე ქირურგიულ მანიპულაციებს.

allmedic