პერიფერიული ნეიროპათია
პერიფერიული ნეიროპათია
allmedic
პერიფერიული ნეიროპათია
პერიფერიული ნეიროპათია

პერიფერიული ნეიროპათია პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების შედეგად ვითარდება და ვლინდება კიდურებში სისუსტის, დაბუჟებისა და ტკივილის შეგრძნებით.

იგი შეიძლება გამოიწვიოს:

  • ალკოჰოლიზმმა
  • აუტოიმუნურმა დაავადებებმა
  • დიაბეტმა
  • ტოქსინებმა
  • მედიკამენტებმა
  • ინფექციებმა
  • მემკვიდრეობითმა დაავადებებმა
  • ნერვის ტრავმამ ან მასზე ზეწოლამ
  • სიმსივნეებმა
  • ვიტამინების ნაკლებობამ
  • ძვლის ტვინის დაავადებებმა
  • ღვიძლის, თირკმელების ან ფარისებრის დააავადებებმა.

იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ ნერვს კონკრეტული ფუნქცია გააჩნია, მისი დაზიანება სპეციფიურ სიმპტომებს იწვევს:

  • თანდათანობითი გაბუჟებისა და ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში
  • მჭრელი, მწველი ტკივილი
  • გაძლიერებული მგრძნობელობა შეხებაზე
  • კოორდინაციის ნაკლებობა
  • კუნთების სისუსტე ან სრული პარეზი
  • სიცხის აუტანლობა და ოფლის გამოყოფის დარღვევა
  • კუჭ-ნაწლავისა და შარდის ბუშტის პრობლემები
  • წნევის ცვლილებები, რაც იწვევს თავბრუსხვევას

დიაგნოზის დასმა ნევროლოგიურ კვლევასთან ერთად ეფუძნება ნერვების ფუნქციონირების შემსწავლელ კვლევებს.

მკურნალობის მიზანს წარმოადგენს არსებული მდგომარესობის გაუმჯობესება და სიმპტომების შემსუბუქება. 

allmedic