
მიოზიტი კუნთების ანთებას ეწოდება. მას მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს დაწყებული ორგანიზმში მიმდინარე ზოგადი ანთებითი პროცესებიდან (დერმატომიოზიტი, პოლიომიოზიტი, წითელი მგლურა, სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი), დამთავრებული სხვადასხვა ვირუსული ინფექციებით (გრიპის, ადამიანის იმუნოდეფიციტის), მედიკამეტებით (სტატინები, კოლხიცინი, კოკაინი) და ტრავმებით.
მიოზიტის მთავარ სიმპტომს კუნთების თანდათანობით განვთარებადი სისუსტე წარმოადგენს, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს ტკივილი და შეშუპება.
დიაგნოზის დასმისათვის გამოიყენება სისხლში კრეატინინკინაზას (კუნთის ფერმენტი) დონის განსაზღვრა, კუნთების ბიოფსია, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია.
მიოზიტის მკურნალობა დამოკიდებულია განმაპირობებელ მიზეზზე და მიმართულია ანთების შემცირებისა და იმუნიტეტის ამაღლებისაკენ.