
მიელოგენური ლეიკემია არის სისხლისა და ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე.
არსებობს მწვავე და ქრონიკული მიელოგენური ლეიკემია. მწვავე ფორმისათვის დამახასიათებელია დროში სწრაფად განვითარება, ხოლო ქრონიკული ფორმის ჩამოყალიბებას ნელი პროგრესირება ახასიათებს.
დაავადებას საფუძვლად უდევს ძვლის ტვინში დნმ-ის დონეზე განვითარებული გენური მუტაცია, რის შედეგადაც ძვლის ტვინის უჯრედები ვეღარ ასრულებენ საკუთარ ფუნქციას. ხოლო მუტაციის გამომწვევი ზუსტი მიზეზი კი უცნობია.
მწვავე მიელოგენური ლეიკემიისთვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები დაავადების საწყის ეტაპზე ჩვეულებრივი გრიპის ვირუსის მსგავსია, ძვლის ტვინის უჯრედების დაზიანების სახასიათო ნიშნები შედარებით მოგვიანებით ჩნდება. სიმპტომები შეიძლება იყოს შემდეგნაირი:
დაავადების დიაგნოზის დასმა ხდება სისხლის ანალიზითა და ძვლის ტვინის ბიოფსიით.
მკურნალობის სქემა დამოკიდებულია დაავადების სტადიასა და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სხივურ თერაპიას, ქიმიოთერაპიას, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციას და სხვა.