
ასთმა ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ბრონქული სისტემის ანთებითი დაზიანების გამო ხდება სასუნთქი გზების შევიწროება, შეშუპება და ჭარბი რაოდენობით ლორწოს დაგროვება.
დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომებია:
ასთმის შეტევის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს:
ზუსტი მიზეზი თუ რატომ უვითარდება ერთსა და იმავე გარემოში ერთ ადამიანს ასთმა და მეორეს არა, დადგენილი არ არის, თუმცა გენეტიკურ წინასწარგანწყობას და გარემო ფაქტორებს დიდი როლი მიუძღვის.
ასთმის დიაგნოზის დასმა ხდება ექიმის მიერ სპეციალური ტესტების - სპირომეტრიის (მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ბრონქული სისტემის შევიწროების დონის დადგენა ამოსუნთქული ჰაერის რაოდენობის მიხედვით) და პიკფლუომეტრიის (დგინდება რამდენად მძლავრად ხდება ამოსუნთქვა) მეშვეობით.
შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევების ჩატარებაც.
მკურნალობა მოიცავს სიმპტომების სწრაფად მომხსნელ (ბრონქების გამაფართოებელ) და დაავადების ხანგრძლივი დროის მანძილზე გამაკონტროლებელ საშუალებებს.