
მრავლობითი სკლეროზი არის დაავადება, რომლის დროსაც ადამიანის საკუთარი იმუნური სისტემა თავს ესხმის ნერვების დამცავ გარსს - მიელინს, რის შედეგადაც ფერხდება/წყდება თავისა და ზურგის ტვინში ნერვული იმპულსების გადაცემა.
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს არის აუტოიმუნური ხასიათის პროცესი.
მრავლობითი სკლეროზის სიმპტომატიკა დამოკიდებულია ნერვის დაზიანებული უბნის ადგილმდებარეობაზე და შეიძლება ვლინდებოდეს:
დიაგნოზის დასმისათვის არ გამოიყენება კვლევის სპეციფიური მეთოდები. დიაგნოსტირება ემყარება დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომატიკის გამოვლენას. დამატებითი კვლევის მეთოდებია მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია და თავზურგტვინის სითხის ანალიზი.
მრავლობითი სკლეროზის მკურნალობა გულისხმობს სიმპტომურ თერაპიას და დაავადების პროგრესირების შენელებას.
შეტევების სამკურნალოდ გამოიყენება სტეროიდები და პლაზმაფერეზი.