
მრავლობითი მიელომა არის სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების), კონკრეტულად კი პლაზმური უჯრედების ავთვისებიანი სიმსივნე.
მრავლობითი მიელომის დროს ძვლის ტვინში დაგროვებული სიმსივნური უჯრედები გამოდევნიან ჯანსაღ უჯრედებს.
დაავადებული უჯრედები, ნაცვლად ორგანიზმის დამცავი ანტისხეულების გამომუშავებისა, გამოიმუშავებენ პათოლოგიურ ცილებს, რომლებიც იწვევენ თირკმლის პრობლემებს.
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია.
მრავლობითი მიელომის სიმპტომატიკა მრავალფეროვანია, დაავადების დასაწყისი კი შეიძლება უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს.
დაავადების დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები და სიმპტომებია:
დიაგნოზის დასმა ხდება სისხლსა და შარდში პათოლოგიური პროტეინის აღმოჩენით, ძვლის ტვინის ბიოფსიით.
მიელომის უსიმპტომო ეტაპი მკურნალობას არ საჭიროებს. სიმპტომების გამოვლენისას კი მკურნალობა მიმართულია მათი, მაგ. ტკივილის შემსუბუქებისაკენ და დაავადების პროგრესირების შენელებისკენ, რომელიც გულისხმობს მიზნობრივ, ბიოლოგიურ, ქიმიო, რადიაციულ და სტეროიდულ თერაპიასა და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციას.