მონონუკლეოზი
მონონუკლეოზი
allmedic
მონონუკლეოზი
მონონუკლეოზი

ინფექციურ მონონუკლეოზს ხშირად კოცნის დაავადებასაც უწოდებენ. მას ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს, რომელიც გადაეცემა ნერწყვით კოცნის, ხველის, ცემინების, დაინფიცირებული ჭიქისა და დანა-ჩანგლის გამოყენებისას.

ზრდასრულ ადამიანებში დაავადება საკმაოდ მარტივად მიმდინარეობს და ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

  • დაღლილობისა და საერთო სისუსტის შეგრძნება
  • ყელის ტკივილი, რომელიც არ უმჯობესდება ანტიბიოტიკების მიღების მიუხედავად
  • ცხელება
  • გადიდებული ლიმფური კვანძები კისრისა და იღლიის მიდამოში
  • შეშუპებული ტონზილები
  • თავის ტკივილი
  • გამონაყარი კანზე
  • რბილი, გადიდებული ელენთა

დიაგნოზის დასმა ხდება სისხლში ეპშტეინ-ბარის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენის შედეგად.

დაავადება, ვირუსული წარმომავლობიდან გამომდინარე, არ საჭიროებს სპეციფიურ მკურნალობას, ანტიბიოტიკებს. დაავადების მართვა გულისხმობს დიდი რაოდენობით სითხის მიღებას, სიმპტომების შემამსუბუქებელ საშუალებებს და წოლით რეჟმს.

allmedic