
ხალი მცირე ზომის, მუქი ყავისფერი ლაქაა კანზე, რომელიც პიგმენტური უჯრედების - მელანოციტების ერთ ადგილას შეჯგუფების შედეგად წარმოიქმნება.
არსებობს მრავალნაირი ფერის, ტექსტურის, ფორმისა და ზომის ხალი, რომელიც სხეულის ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს ლოკალიზებული.
ადამიანების უმეტესობას სხეულზე 10-დან 45-მდე ხალი აქვს, რომელთა დიდი უმეტესობა სრულიად უვნებელია. ძალზედ იშვიათია მათი ავთვისებიანად გარდაქმნა, თუმცა თუ ხალი მტკივნეულია, იწვევს ქავილისა და წვის შეგრძნებას, სისხლმდენია, სწრაფად იზრდება ზომაში, აუცილებლია მიმართოთ ექიმს. ავთვისებიან წარმონაქმნზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ტარდება ბიოფსია და ქირურგიული გზით მისი მოშორება.