მიტრალური (ორკარიანი)  სარქვლის ნაკლოვანება
მიტრალური (ორკარიანი)  სარქვლის ნაკლოვანება
allmedic
მიტრალური (ორკარიანი)  სარქვლის ნაკლოვანება
მიტრალური (ორკარიანი) სარქვლის ნაკლოვანება

მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება ვითარდება მაშინ, როდესაც მარცხენა წინაგულსა (გულის ზედა მარცხენა საკანი) და მარცხენა პარკუჭს (ქვედა მარცხენა საკანი) შორის არსებული სარქველი არ იხურება სრულად და სისხლი ბრუნდება პარკუჭიდან უკან წინაგულში.

ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა შეიძლება შემთხვევითი კვლევის დროს აღმოაჩინოს ეს მდგომარეობა, ვინაიდან სიმპტომურად სარქვლის ნაკლოვანება ზოგჯერ არც კი ვლინდება.

მიტრალური სარქვლის ნაკლოვანების ხარისხი და სიმპტომატიკა მეტად მრავალფეროვანია. ძირითადად იგი ვლინდება:

  • აჩქარებული ან არარეგულარული გულის რითმი
  • თავბრუსხვევა
  • სუნთქვის გაძნელება ან ჰაერის უკმარისობა
  • საერთო სისუსტე
  • გულმკერდის არეში ტკივილი, რომელიც არაა დაკავშირებული გულის სხვა დაავადებებთან

სარქვლის ნაკლოვანების დიაგნოსტირება ნებისემიერ ასაკში ხდება. მისი აღმოჩენა გულის ტონების მოსმენითაც შეუძლია ექიმს, ხოლო დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება:

  • გულის ულტრაბგერითი კვლევა
  • გულმკერდის რეტგენოლოგიური კვლევა
  • დატვირთვის ტესტი
  • გულის მომმარაგებელი სისხლძარღვების შესწავლა

პაციენტების იმ ნაწილს, რომელსაც სიმპტომები არ აწუხებს, მკურნალობაც არ ესაჭიროება. ხოლო, იმ შემთხვევაში, როდესაც სიმპტომები სახეზეა, ინიშნება სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტები (ბეტა ბლოკერები, შარდმდენები, ანტიარითმიული საშუალებები, ასპირინი, ანტიკოაგულანტები). ორკარიანი სარქვლის ნაკლოვანების მძიმე ხარისხის შემთხვევაში აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.

allmedic