
შაკიკური თავის ტკივლისთვის დამახასიათებელია პულსაციის შეგრძნება თავის ერთ კონკრეტულ არეში, რომელსაც ხშირად თან სდევს გულისრევის შეგრძნება ან ღებნება და გაძლიერებული მგრძნობელობა სინათლისა და ხმაურის მიმართ.
შაკიკის შეტევები გრძელდება საათების ან დღეების განმავლობაში. ამ დროს ადამიანი ცდილობს ჩაბნელებული, წყნარი ადგილის მოძებნას და დაწოლას.
ზოგჯერ შაკიკს წინ უსწრებს ე.წ. „აურა“ - თვალწინ გაელვება, ბნელი ლაქები, ჩხვლეტა კიდურებში - ადამიანი გრძნობს შეტევის მოახლოებას.
შაკიკის გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა შემდეგი ფაქტორები გამშვები მექანიზმის როლს თამაშობენ:
შაკიკი შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს აწუხებდეს.
შაკიკის განვითარებას ახასიათებს ოთხი ეტაპი:
პროდრომი, რომლის დროსაც შეიმჩნევა:
ამას მოსდევს ე.წ. აურა, რომელიც ინდივიდუალურად ვლინდება ყველა ადამიანში და შესაძლოა მოიცავდეს სხვადასხვა მხედველობით თუ სხვა მხრივ შეგრძნებებს.
აურას უშუალოდ მოსდევს შეტევა, რომელიც გრძელდება 4-დან 72 საათამდე და რომლის სიხშირეც მეტად განსხვავებულია. ამ დროს ადამიანებს აღენიშენებათ:
ბოლოს კი იწყება ე.წ. პოსტდრომული ფაზა, რომლის დროსაც ადამიანი თავს სრულიად გამოცარიელებულად და ენერგიისაგან დაცლილად გრძნობს.
დიაგნოზის დასმა ხდება პაციენტის ჩივილების მოსმენით და ნევროლოგიური შემოწმებით.
სამწუხაროდ, შაკიკის განკურნება შეუძლებელია. სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება სხვადასხვა სახის ტკივილგამაყუჩებლები, გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატები და სხვა სიმპტომური საშუალებები.