მეტაბოლური სინდრომი
მეტაბოლური სინდრომი
allmedic
მეტაბოლური სინდრომი
მეტაბოლური სინდრომი

მეტაბოლური სინდრომი არის მდგომარეობების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს:

  • მომატებულ არტერიულ წნევას
  • შაქრის მომატებულ დონეს სისხლში
  • დიდი რაოდენობით ცხიმს წელის არეში
  •  ქოლესტერინის მაღალ მაჩვენებლებს სისხლში.

ეს ყოველივე ერთად ზრდის დიაბეტის, გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკს.

მეტაბოლური სინდრომის პირველად და უმთავრეს გამომწვევს წარმოადგენს სიმსუქნე და ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესი.

მეტაბოლური სინდრომი მჭიდრო კავშირშია ინსულინორეზისტენტობასთან - მდგომარეობასთან, რომლის დროსაც უჯრედები სათანადოდ არ რეაგირებენ ინსულინზე, შესაბამისად გლუკოზა ვეღარ ახერხებს უჯრედში მარტივად შეღწევას. შედეგად სისხლში მატულობს გლუკოზის დონე, რაც თავის მხრივ ჯაჭვური რეაქციის სახით იწვევს ინსულინის სულ უფრო მეტი რაოდენობის გამოთავისუფლებას. საბლოოდ შესაძლოა ჩამოყალიბდეს დიაბეტი, რომელზეც ეჭვის მიტანა შეიძლება თუ ვლინდება ისეთი სახასიათო ნიშნები, როგორებიცაა:

  • წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება
  • ხშირი შარდვა
  • დაღლილობა
  • დაბინდული მხედველობა

მეტაბოლური სინდრომის დიაგნოზის დასმა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ქვემოჩამოთვლილიდან აღგენიშნებათ 3 ან მეტი ნიშანი:

  • წელის დიდი გარშემოწერილობა
  • ტრიგლცერიდების (ცხიმი) მაღალი დონე
  •  „კარგი“ ცხიმების რაოდენობის შემცირება
  • მაღალი არტერიული წნევა
  • შაქრის მომატეული დონე უზმოზე

სინდრომის მკურნალობისათვის უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ცხოვრების სტილის რადიკალური შეცვლა - წონის დაქვეითება, ჯანსაღი კვება, სწორი  ფიზიკური დატვირთვა. თუკი ეს ყოველივე საკმარისი არ აღმოჩნდება, მაშინ საჭიროა წნევის, ქოლესტერინისა და შაქრის მაჩვენებლების საკონტროლო მედიკამენტების მიღება.

allmedic