ართრიტი
ართრიტი
allmedic
ართრიტი
ართრიტი

ართრიტი ეწოდება ერთი ან რამდენიმე სახსრის ანთებას. მისთვის დამახასიათებელი უმთავრესი სიმპტომია: სახსრების ტკივილი, შეშუპება, სიწითლე და მოძრაობის შეზღუდვა.

ართრიტის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: ოსტეოართრიტი - გამოწვეული სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანებით და რევმატოიდული ართრიტი, რომელიც იმუნურ სისტემაში მიმდინარე დარღვევებითაა განპირობებული.

ართრიტის განვითარების რისკ-ფაქტორებია:

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  • ასაკის მატება
  • მდედრობითი სქესი
  • ჭარბი წონა
  • სახსრის ტრავმული დაზიანება

დიაგნოზის დასმა ხდება ექიმის მიერ ვიზუალური დათვალიერებით და სხვადასხვა ლაბორატორიული დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენებით.

მკურნალობა მოიცავს როგორც სიმპტომურ საშუალებებს (ტკივილგამაყუჩებელი), ასევე სამკურნალო მედიკამენტებს, ფიზიოთერაპიასა და რთულ შემთხვევებში ქირურგიულ ჩარევებს, მაგ. ხელოვნური სახსრის ჩასმას.

allmedic