
მენსტრუალური ციკლი წარმოადგენს ქალის ორგანიზმში ყოველთვიურად მიმდინარე ცვლილებებს, რომელიც ამზადებს ორგანიზმს ფეხმძიმობისათვის. ამ დროს მთელი ორგანიზმი ემზადება სავარაუდო ორსულობისთვის.
თითოეული ქალისათვის მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა განსხვავებულია. იგი ითვლება სისხლდენის დაწყების პირველი დღიდან და გრძელდება მეორე სისხლდენის დაწყებამდე. ნორამში ეს არის 21-დან 35 დღემდე პერიოდი, ხოლო თავად სისხლდენა გრძელდება 2-დან 7 დღემდე.
ციკლი შესაძლოა იყოს რეგულარული, დაახლოებით ერთიდაიმავე პერიოდში ყოველთვიურად ან არარეგულარული, ცვალებადი დროის შუალედებით. სისხლდენა შეიძლება იყოს უხვი ან მწირი, მტკივნეული ან უმტკივნეული, ხანგრძლივი ან ხანმოკლე. ეს ყოველივე ითვლება ნორმად, ვინაიდან „ნორმალური“ ნიშნავს ინდივიდუალურს, ორგანიზმის თავისებურებებზე მორგებულს.
აუცილებელია მენსტრუალურ ციკლზე დაკვირვება და თარიღის ჩანიშვნა კალენდარსა თუ სმარტფონში. დააკვირდით:
ამ ყოველივესთან ერთად აუცილებელია იცოდეთ ის ფაქტორები, რომლებიც იწვევენ არარეგულარულ ციკლს:
მენსტრუალური ციკლის მუდმივი კონტროლი აუცილებელია ქალის ორგანიზმის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებაზე სწორი წარმოდგენის შექმნისათვის, ასევე სხვადასხვა დაავადებების ნაადრევი გამოვლენისათვის.