
მენოპაუზა ეწოდება ბოლო მენსტრუალური ციკლიდან 12 თვის შემდგომ პერიოდს, როდესაც სრულად წყდება მენსტრულური ციკლი. იგი დაახლოებით 40-50 წლიდან იწყება, თუმცა ასაკი მეტად განსხვავაებულია და დამოკიდებულია ქალის გენეტიკასა და გარემო ფაქტორებზე.
მენოპაუზა ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, თუმცა არსებობს სხვადასხვა სიტუაციები, როდესაც მენოპაუზის პერიოდი დროზა ადრე დგება. ესეთი მიზეზი შეიძლება იყოს:
მენოპაუზას წინ უსწრებს პერიოდი, პრემენოპაუზა, რომლის დროსაც ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ მიუხედავად ციკლის არევისა, დაფეხმძიმება მაინც შესაძლებელია.
მენოპაუზის დადგომის განსაზღვრისათვის სრულიად საკმარისია ასაკისა და სიმპტომების განხილვა, თუმცა ზოგჯერ დაზუსტებისათვის სისხლში რეპროდუქციული ჰორმონების დონეს საზღვრავენ.
მიუხედავად იმისა, რომ მენოპაუზა არ საჭიროებს არანაირ მკურნალობას, შესაძლებელია უსიამოვნო სიმპტომების შემსუბუქების მიზნით გარკვეული ჰორმონული მედიკამენტების და მსუბუქი ანტიდეპრესანტების მიღება. ასევე აღსანიშნავია ამ პერიოდში ოსტეოპოროზის რისკის ზრდა და მისი საპრევენციო პრეპარატების მიღების საჭიროება.