მენინგიტი
მენინგიტი
allmedic
მენინგიტი
მენინგიტი

მენინგიტი თავისა და ზურგის ტვინის გარსის ანთებაა, რომელსაც ძირითადად ვირუსული ინფექცია იწვევეს, მაგრამ ასევე შესაძლებელია იგი ბაქტერიებმა და სოკოებმაც გამოიწვიოს.

მენინგიტის თავდაპირველი სიმპტომები ჩვეულებრივი გრიპის ვირუსის მსგავსია, მაგრამ რამდენიმე საათსა ან დღეში მდგომარეობა მძიმდება და დაავადებისათვის დამახასიათებელ ნიშნებს ავლენს, რომელიც შემდეგნაირია:

  • უეცარი მაღალი სიცხე
  • მძიმე თავის ტკივილები
  • კისრის დაჭიმულობა
  • გულისრევა ან ღებინება თავის ტკივილთან ერთად
  • გონების დაბინდვა და კონცენტრაციის გაძნელება
  • კრუნჩხვები
  • ძილიანობა და გამოღვიძების სირთულე
  • მგრძნობელობა სინათლეზე
  • მადის დაქვეითება და სითხეებზე მოთხოვნილების შემცირება
  • კანზე სპეციფიური გამონაყარი მენინგოკოქცემიისას

მსგავსი სიმპტომების არსებობისას აუცილებელია მყისიერად მიაკითხოთ ექიმს, რადგან მენინგიტი წარმოადგენს საკმაოდ საშიშ მდგომარეობას და საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას.

მენინგიტზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ტარდება შემდეგი კვლევები:

  • სისხლის ანალიზი კულტურებზე (გამომწვევის აღმოსაჩენად)
  • რადიოლოგიური კვლევები
  • ლუმბალური პუნქცია (ზურგის ტვინიდან მცირე რაოდენობის სითხის ამოღება)

უმნიშვნელოვანესია ამ უკანასკნელი მეთოდის როლი დაავადების დიაგნოსტირებაში და მკურნალობის გეგმის განსაზღვრაში, რომელიც შეიძლება მოიცავდეს:

  • ანტიბიოტიკებს (ბაქტერიული ინფექციისას)
  • სტეროიდებს
  • წოლით რეჟიმს
  • დიდი რაოდენობით სითხის მიღებას

სიცხის დამწევ საშუალებებს

allmedic