მენინგიომა
მენინგიომა
allmedic
მენინგიომა
მენინგიომა

მენინგიომა თავისა და ზურგის ტვინის გარსის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. თუმცა, იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია მას ავთვისებიანი სახე ჰქონდეს. ყველაზე ხშირად მენინგიომა ასაკოვან ქალბატონებში გვხვდება.

სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით დაავადების გამომწვევი მიზეზი დადგენილი არაა.

მენინგიომისთვის დამახასიათებელია თანდათანობითი დასაწყისი. სიმპტომები დამოკიდებულია სიმსივნის ზომასა და მდებარეობაზე. ძირითადი სიმპტომატიკა შემდეგნაირია:

  • მხედველობის მხრივი ცვლილებები, გაორება ან ბუნდოვანება
  • თავის ტკივილები, რომლებიც დროთა განმავლობაში უარესდება
  • სმენის დაქვეითება
  • მეხსიერების დაქვეითება
  • ყნოსვის დაქვეითება
  • კრუნჩხვები
  • სისუსტე ფეხებსა და ხელებში

მენინგიომაზე ეჭვის მიტანისას ტარდება რადიოლოგიური კვლევები - კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია სიმსივნის ზომაზე, ლოკალიზაციასა და სიმპტომების გამოვლენის სიმძიმეზე.

მცირე ზომის, ნელა მზარდი, უსიმპტომოდ მიმდინარე მენინგიომა მკურნალობას არ საჭიროებს.  

სრუილად სხვა სიტუაციაა, როდესაც სიმსივნე მზარდია, აქვეითებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს და იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ სიმპტომებს. ამ დროს აუცილებელი ხდება შემდეგი პროცედურები:

  • სიმსივნის ქირურგიული გზით ამოკვეთა
  • სხივური თერაპია
  • მედიკამენტები
allmedic