
მელანომა არის კანის სიმსივნის ყველაზე სერიოზული ტიპი, რომელიც ვითარდება კანის უჯრედებში - მელანოციტებში. მელანოციტები გამოიმუშავებენ მელანინს - პიგმენტს, რომელიც ფერს აძლევს კანს. ძალზედ იშვიათად, მელანომა შესაძლოა განვითარდეს თვალებსა და ნაწლავებში.
ნორმაში, კანის უჯრედების განვითარება ემორჩილება გარკვეულ წესს: წარმოიქმნილი ახალი, ჯანსაღი უჯრედები ინაცვლებენ კანის ზედაპირისკენ და დევნიან მოძველებულ, უუნარო უჯრედებს, რომლებიც კვდებიან და კანიდან ჩამოიშლებიან. მელანომის დროს კი ირღვევა ეს კანონზომიერება - ზიანდება უჯრედების დნმ, რის გამოც უჯრედები იწყებენ უკონტროლოდ ზრდას და ქმნიან სიმსივნურ მასებს.
სამწუხაროდ, დნმ-ის დაზიანების ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ნათელია, რომ გენტიკური განწყობისა და გარემო ფაქტორების (დიდი რაოდენობით ულტრაიისფერი გამოსხივება) ერთობლიობა გარკვეულ როლს თამაშობს მის ჩამოყალიბებაში. მელანომის განვითარების რისკი იზრდება: ძალიან თეთრი კანის მქონე პირებში და მათში, ვინც ბოროტად სარგებლობს მზის აბაზანებით.
სიმსივნეს ახასიათებს სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში ჩამოყალიბება. მაგრამ ყველაზე ხშირია სხეულის იმ ნაწილებში, რომლების დიდი რაოდენობით იღებენ მზის დასხივებას, კერძოდ კი კიდურები, ზურგი და სახე.
მელანომის პირველ ნიშანს წარმოადგენს:
მაგრამ არაა აუცილებელი მელანომა განვითარდეს ხალისგან, იგი შესაძლოა ჩვეულებრივად შეფერილ კანზეც დაიწყოს.
მელანომის დიაგნოზის დასასმელად მიმართავენ კანის ბიოფსიას.
მკურნალობის რეჟიმი დამოკიდებულია სიმსივნის ზომაზე, სტადიასა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ადრეულ სტადიაზე მხოლოდ სიმსივნური უბნის ამოკვეთაა საკმარისი, ხოლო გვიან სტადიებზე, როდესაც მელანომა ვრცელდება კანს ქვემოთ, აუცილებელი ხდება: