ლიმფოციტოზი
ლიმფოციტოზი
allmedic
ლიმფოციტოზი
ლიმფოციტოზი

ლიმფოციტოზი, არის სისხლის თეთრი უჯრედების, კერძოდ კი ლიმფოციტების, რაოდენობის მატება. ლიმფოციტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, ებრძვიან სხვადასხვა დაავადებებს, ამიტომაც  მათი რაოდენობის დროებითი მატება ინფექციების შემდეგ ნორმალურია.  

ლიმფოციტოზი აღინიშნება ისეთი დაავადებების შემთხვევაში, როგორებიცაა:

  • მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია
  • ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
  • ციტომეგალოვირუსული ინფექცია
  • შიდსი
  • მონონუკლეოზი
  • მრავლობითი მიელომა
  • სხვა ვირუსული ინფექციები
  • ტუბერკულიოზი
  • ვასკულიტები
  • ყივანახველა

ყველა ზემოხსენებულ დაავადებას სხვადასხვა მკურნალობის რეჟიმი ესაჭიროება, ამიტომ სწორი დიაგნოზის დასმასა და ადექვატურ მართვას დიდი მნიშვნელობა აქვს. 

allmedic