წითელი მგლურა
წითელი მგლურა
allmedic
წითელი მგლურა
წითელი მგლურა

წითელი მგლურა აუტოიმუნური დაავადებაა ანუ ორგანიზმი ებრძვის საკუთარ ჯანსაღ უჯრედებს და შედეგად იწვევს სახსრების, კანის, თირკმლის, სისხლის უჯრედების, თავის ტვინის, გულისა და ფილტვების ანთებით დაზიანებას.

დაავადების სავარაუდო მიზეზი გენეტიკისა და გარემო მაპროვოცირებელი ფაქტორების - მზის სინათლის, ინფექციების, მედიკამენტების ერთობლიობაა.

წითელი მგლურასთვის დამახასიათებელი სიმპტომები მეტად მრავალფეროვანია:

  • დაღლილობის შეგრძნება და ცხელება
  • სახსრების ტკივილი, დაჭიმულობა და მოძრაობის შეზღუდვა
  • პეპლისმაგვარი გამონაყარი ცხვირისა და ლოყების მიდამოში
  • ფოტოსენსიტიურობა (მზისადმი მომატებული მგრძნობელობა, რის გამოც კანზე ჩნდება დაზიანებები)
  • თითების გალურჯება და გათეთრება სიცივეში ან სტრესზე (რეინოს სინდრომი)
  • სუნთქვის უკმარისობა
  • გულმკერდის არეში ტკივილი
  • თვალების სიმშრალე
  • თავის ტკივილები, გონების დაბინდვა, მეხსიერების დაქვეითება

წითელი მგლურას სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს უცაბედად ან თანდათანობით, იყოს დროებითი ან მუდმივი, მიმდინარეობდეს სხვადასხვა სიმძიმით.

სწორედ იმიტომ, რომ მგლურას სიმპტომები მეტად მრავალფეროვანია და იცვლება ადამიანიდან ადამიანში, რთულია დაავადების დიაგნოსტირება, რისთვისაც იყენებენ კვლევის მრავალ მეთოდს:

  • ლაბორატორიულ ანალიზებს
  • რადიოლოგიურ კვლევებს
  • ბიოფსიას

მკურნალობისადმი მიდგომა ინდივიდუალურია, მაგრამ ძირითადად გამოიყენება:

  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
  • მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები
  • სტეროიდები
  • იმუნუსუპრესანტები
allmedic