ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებლი
ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებლი
allmedic
ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებლი
ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებლი

ჰემოგლობინი წარმოადგენს ერითროციტებში (სისხლის წითელ უჯრდები) არსებულ ცილას, რომელსაც ჟანგბადი გადააქვს ორგანიზმში.

ხშირად, ეს მაჩვენებელი მხოლოდ ოდნავ არის დაქვეითებული და დიდ ზეგავლენას არ ახდენს ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, მაგრამ მისი მნიშვნელოვანი დაქვეითება სიცოცხლისათვის სახიფათოა.

ჰემოგლობინის ნორმა განისაზღვრება ასაკის და სქესის მიხედვით

ჰემოგლობინის მაჩვენებლის დაქვეითების სამი მიზეზი არსებობს:

  • ორგანიზმი გამოიმუშავებს ნორმაზე ნაკლები რაოდენობის ერითროციტებს
  • ორგანიზმი უფრო სწრაფად ანადგურებს ერითროციტებს, ვიდრე გამოიმუშავებს
  • სისხლდენის გამო

შემცირებული რაოდენობით ერითროციტების გამომუშავებისას შეიძლება შემდეგ დაავადებებზე ეჭვის მიტანა:

  • აპლასტიური ანემია
  • სიმსივნე
  • სხვადასხვა მედიკამენტები
  • ციროზი
  • ჰოჯკინის ლიმფომა
  • ჰიპერთირეოზი
  • რკინადეფიციტური ანემია
  • თირკმელების ქრონიკული დაავადება
  • ტყვიით მოწამვლა
  • ლეიკემია
  • მრავლობითი მიელომა
  • მიელოდისპლაზიური სინდრომები
  • არაჰოჯკინის ტიპის ლიმფომა
  • ვიტამინდეფიციტური ანემია

ერითროციტების დაჩქარებული განადგურება ხდება შემდეგ შემთხვევებში:

  • გადიდებული ელენთა
  • პორფირია
  • ნამგლისებური ანემია
  • თალასემია
  • ვასკულიტი
  • ჰემოლიზი

სისხლდენას ადგილი აქვს შემდეგ სიტუაციებში:

  • ჭრილობის გამო სისხლდენისას
  • საჭმლის მომნელებელი და საშარდე სისტემიდან სისხლდენის გამო
  • სისხლის ხშირი დონაციისას
  • მძიმე მენსტრუალური დენებისას

ჰემოგლობინის მაჩვენებლის დაქვეითებისთვის დამახასიათებელი ზოგადი სიმპტომებია:

  • საერთო სისუსტე
  • კანისა და ლორწოვანი გარსის სიფერმკრთალე
  • ჰაერის უკმარისობა
  • არითმია

მსგავსი სიმპტომების არსებობისას ან სისხლის საერთო ანალიზში ჰემოგლობინის მაჩვენებლის ნორმასთან შედარებით დაქვეითებისას მიმართეთ ექიმს. 

allmedic