ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობა
allmedic
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობა ღვიძლის მიერ საკუთარი ფუნქციების შესრულების უუნარობას გულისხმობს. ღვიძლის უკმარისობის ჩამოყალიბებას ხშირ შემთხვევაში წლები სჭირდება (ქრონიკული უკმარისობა), მაგრამ იშვიათად იგი მწვავედ ვითარდება.

ყველაზე ხშირად ღვიძლის უკმარისობის მიზეზი ხდება:

  • ჰეპატიტები
  • ხანგრძლივი დროის მანძილზე ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება
  • ციროზი
  • ჰემოქრომატოზი
  • მალნუტრიცია

აქვე უნდა აღვნიშნოთ ის მიზეზები, რომელთა გამოც ხდება ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარება:

  • აცეტამინოფენის (პარაცეტამოლი) დიდი დოზით მიღება
  • ვირუსული ინფექციები, განსაკუთრებით ჰეპატიტის, ეპშტეინ-ბარის, ციტომეგალოვირუსი და ჰერპესვირუსი
  • ანტიბიოტიკების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიკონვულსიური მედიკამენტების ბოროტად გამოყენება
  • აუტოიმუნური დაავადებები
  • სიმსივნე

ღვიძლის უკმარისობისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

ადრეულ ეტპზე:

  • გულისრევის შეგრძნება
  • მადის დაქვეითება
  • საერთო სისუსტე
  • დიარეა

დაავადების პროგრესირებასთან ერთად კი:

  • სიყვითლე
  • ადვილად სისხლდენა
  • მუცლის შეშუპება
  • გონებრივი დარღვევები
  • ძილიანობა
  • კომა

ღვიძლის უკმარისობა წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას და საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. საავადმყოფოში ჩატარდება ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები, რომელთა საშუალებითაც დაისმევა დიაგნოზი და განისაზღვრება მკურნალობის რეჟიმი.

მკურნალობა მოიაზრებს გამომწვევი მიზეზისა და სიმპტომების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას. მძიმე შემთხვევაში ღვიძლის წილის ან მის სრულ ტრანსპლანტაციას.

allmedic