
კანის დაავადებას, რომლის დროსაც ცხიმითა და მკვდარი უჯრედებით ხდება თმის ფოლიკულის დაცობა, ეწოდება აკნე. ძირითადად ვითარდება სახეზე, კისერზე, გულმკერდზე, ზურგსა და მხრებზე. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით აქტუალურია მოზარდ ასაკში, იგი თინეიჯერთა დაახლოებით 70-80% აღენიშნება.
აკნესთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე:
არსებობს აკნეს გამომწვევი ოთხი უმთავრესი მიზეზი:
აკნეს განმაპირობებელი რისკ-ფაქტორებია: ჰორმონული ცვლილებები, გენეტიკური მიდრეკილება, სტრესი და სხვ.
მკურნალობა მოიცავს ადგილობრივად გამოსაყენებელ საშუალებებს (სხვადასხვა შემცველობის მაზებსა და კრემებს, მათ შორის ანტიბიოტიკების), ორალურ (დასალევი წამლები) საშუალებებს (ანტიბიოტიკები, ჰორმონები...), თერაპიული საშუალებები (სინათლით თერაპია, ქიმიური პილინგი, სტეროიდების ინექცია), აკნეს შემდგომი ნაწიბურების მკურნალობას.
აკნეს გავრცელების და ნაიარევების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად საჭიროა: ჰიგიენის დაცვა (ჭარბი ცხიმის მოსაშორებლად), ჭუჭყიანი ხელების, მობილური ტელეფონის და სხვ. სახესთან კონტაქტისაგან მორიდება, გამონაყარის წვალების ჩვევის მოშორება.