ლეიკოციტებს სისხლის თეთრი უჯრედებიც ეწოდება. ისინი მონაწილეობენ ორგანიზმის მიერ ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. ლეიკოპენია სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითებას ეწოდება.
ლეიკოპენიის გამოწვევა რიგ დაავადებებსა და მდგომარეობებს შეუძლია:
- ვირუსულ ინფექციებს, რომლებიც დროებით აფერხებენ ძვლის ტვინის ფუნქციონირებას
- თანდაყოლილ დაავადებებს, ძვლის ტვინის დაქვეითებული ფუნქციით
- სიმსივნეებს ან სხვა დაავადებებს, რომელიც აზიანებს ძვლის ტვინს
- აუტოიმუნურ დაავადებებს
- ძლიერ ინფექციებს
- მედიკამენტებს, რომლებიც ანადგურებენ სისხლის თეთრ უჯრედებს
სპეციფიური გამომწვევები კი შემდეგია:
- აპლასტიური ანემია
- ანტიბიოტიკები და შარდმდენები
- ქიმიოთერაპია
- შიდსი
- ჰიპერსპლენიზმი
- ლეიკემია
- ინფექციური დაავადებები
- ლუპუსი (წითელი მგლურა)
- მალნუტრიცია
- მიელოდისპლაზიური სინდრომი
- პარაზიტები
- რადიაციული თერაპია
- ვიტამინების დეფიციტი
დიაგნოზის დასმა ხდება სისხლის საერთო ანალიზის საშუალებით. ამის შემდეგ დგინდება კონკრეტული გამომწვევი მიზეზი და ტარდება სათანადო მკურნალობა.