ლეიკემია
ლეიკემია
allmedic
ლეიკემია
ლეიკემია

ლეიკემია ორგანიზმის სისხლის წარმომქმნელ ქსოვილებში განვითარებული ავთვისებიანი დაავადებაა. ის პირველადად სისხლის თეთრ უჯრედებს აზიანებს. სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქცია ორგანიზმის იმუნური დაცვაა. ლეიკემიის დროს ჭარბი რაოდენობით, მაგრამ ფუნქცია-დაკარგული სისხლის თეთრი უჯრედები წარმოიქმნება.

 

ლეიკემიის მრავალი ფორმა არსებობს. ზოგიერთი მათგანი ძირითადად ბავშვთა ასაკში ვითარდება, დანარჩენები - მოზრდილობის ასაკში.

ლეიკემიის ძირითადი ფორმებია:

  • მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია
  • მწვავე მიელოგენური ლეიკემია
  • ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
  • ქრონიკული მიელოგენური ლეიკემია

 

ლეიკემიის ზუსტი მიზეზი უცნობია. ის გენეტიკური და გარემოს ფაქტორების ერთობლივი ზემოქმედების შედეგი შეიძლება იყოს.

 

ლეიკემიის უხშირეს სიმპტომებს და ნიშნებს მიეკუთვნება:

  • ცხელება, შემცივნება
  • დაღლილობა, საერთო სისუსტე
  • ხშირი და მძიმე ინფექციები
  • წონის დაკლება უმიზეზოდ
  • გადიდებული ლიმფური კვანძები, ღვიძლი და ელენთა
  • ადვილად განვითარებული სისხლდენა და სისხლჩაქცევები
  • განმეორებითი სისხლდენა ცხვირიდან
  • წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანზე (პეტექიები)
  • მომატებული ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით
  • ძვლების ტკივილი.

 

დიაგნოზი შემდეგი გამოკვლევების საფუძველზე ისმება:

  • სიმპტომების გამოვლენა და ფიზიკური გასინჯვა
  • სისხლის ანალიზი
  • ძვლის ტვინის გამოკვლევა

 

მკურნალობა მოიცავს:

  • ქიმიოთერაპიას
  • ბიოლოგიურ თერაპიას
  • სხივურ თერაპიას
  • ღეროვანი უჯრედების გადანერგვას.

 

allmedic