ლარინგიტი
ლარინგიტი
allmedic
ლარინგიტი
ლარინგიტი

ლარინგიტი ხორხის ანთებას ეწოდება. იგი შეიძლება იყოს მწვავე (ხანმოკლე) და ქრონიკული (ხანგრძლივი).

მწვავე ლარინგიტს იწვევს:

  • ვირუსული ინფექციები
  • სახმო იოგების დაჭიმულობა, მაგალითად ყვირილის შემდეგ
  • ბაქტერიული ინფექციები

ქრონიკულ ლარინგიტს განაპირობებს:

  • ჩასუნთქული გამაღიზიანებლები, მაგ.: ქიმიური ნივთიერებები, კვამლი....
  • გასტროეზოფაგური რეფლექსი
  • ქრონიკული სინუსიტი
  • დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება
  • პროფესიიდან გამომდინარე (მაგ. მომღერალი) ხმის მუდმივი გადაძაბვა
  • სიგარეტის მოწევა
  • ბაქტერიული, სოკოვანი ან პარაზიტული ინფექციები
  • სიმსივნე
  • სახმო იოგების დამბლა
  • სახმო იოგების ასაკობრივი ცვლილებები

ლარინგიტის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ხმის ჩახლეჩა, დაბოხება ან სრული დაკარგვა
  • ჩხვლეტის, ღიტინის ან სიმშრალის შეგრძნება ყელში
  • ყელის ტკივილი
  • მშრალი ხველა

ლარინგიტის ყველაზე სახასიათო სიმპტომი არის ხმის ჩახლეჩა. სწორედ ის თამაშობს დიაგნოსტიკისას მნიშვნელოვან როლს. ამის შემდეგ საჭიროა უშუალოდ ხმის აპარატის ვიზუალიზაცია ლარინგოსკოპის მეშვეობით.

სიმსივნეზე ეჭვის შემთხვევაში კეთდება ქსოვილების ბიოფსია.

მწვავე ლარინგიტი დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე გრძელდება და სახლის პირობებში მისი მკურნალობა სრულიად საკმარისია.

ქრონიკული ლარინგიტისას მკურნალობა მიმართულია გამომწვევისადმი და შეიძლება გულისხმობდეს:

  • ანტიბიოტიკების მიღებას
  • სტეროიდებით მკურნალობას
allmedic