ლაქტოზის აუტანლობა
ლაქტოზის აუტანლობა
allmedic
ლაქტოზის აუტანლობა
ლაქტოზის აუტანლობა

ლაქტოზის აუტანლობა გულისხმობს, რომ ადამიანი ვერ ახერხებს მოინელოს ლაქტოზა (რძის შაქარი) სრულად. ამიტომ, ნებისმიერი რძის პროდუქტის მიღების შედეგად ვითარდება მწვავე დიარეა, შებერილობა და გაზები.

ლაქტოზის აუტანლობა ვითარდება მაშინ , როდესაც წვრილი ნაწლავი არ გამოიმუშავებს ლაქტოზის დამშლელ ფერმენტ ლაქტაზას, რომელიც ნორმალურ მდგომარეობაში შლის ლაქტოზას მარტივ შაქრებად - გლუკოზად და გალაქტოზად - რომლებიც შეიწოვებიან ნაწლავებიდან სისხლში.

დაუმუშავებელი რძის პროდუქტი ინაცვლებს მსხვილ ნაწლავში, სადაც იქ არსებული ბაქტერიების ზემოქმედების შედეგად ვითარდება დამახასიათებელი სიმპტომები.

აუტანლობის სიმპტომები რძის პროდუქტის მიღებიდან 30 წუთის შემდეგ:

  • დიარეა
  • გულისრევის შეგრძნება და ხანდახან ღებინება
  • მუცლის სპაზმები
  • შებერილობა
  • გაზები

ლაქტოზის აუტანლობაზე ეჭვის მიტანისას ინიშნება შემდეგი კვლევები:

  • ლაქტოზის ამტანობის ტესტი
  • ამონასუნთქ ჰაერში წყალბადის იონების რაოდენობის განმსაზღვრელი ტესტი
  • განავლის მჟავიანობის განსაზღვრის ტესტი

ლაქტოზის აუტანლობის მკურნალობა გულისხმობს შემდეგ ღონისძიებებს:

  • დიდი რაოდენობით რძის პროდუქტების მიღებისგან თავის შეკავებას
  • ლაქტოზის მცირე შემცველობის რძის პროდუქტების მიღება

კვების რაციონის შეცვლა დაავადების კონტროლის ერთადერთი საშუალებაა.

allmedic