
თირკმლის კენჭები არის მცირე ზომის, სხვადასხვა მჟავების მარილები და მინერალური კრისტალები, რომლებიც წარმოიქმნება და გროვდება თირკმელში.
ისინი შეიძლება შეგვხვდეს როგორც თირკმელებში, ასევე საშარდე სისტემის ნებისმიერ სხვა მონაკვეთში.
კენჭებს არ აქვთ ერთი, რომელიმე კონკრეტული გამომწვევი მიზეზი. მაგრამ ცნობილია რომ გარკვეული ფაქტორები ზრდის მათი ჩამოყალიბების რისკს.
მათ შორისაა:
თირკმლის კენჭი/კენჭები სიმპტომურად მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც იგი იწყებს მოძრაობას. ეს ყოველივე შემდეგნაირად ვლინდება:
თირკმელში კენჭების არსებობაზე ეჭვის მიტანისას ტარდება შემდეგი დიაგნოსტიკური კვლევები:
კენჭების მკურნალობა დამოკიდებულია მათ შემადგენლობასა და სიდიდეზე.
მცირე ზომის კენჭები ქირურგიულ მანიპულაციებს არ საჭიროებს. ისინი თავისით შეიძლება გამოძევდეს დიდი რაოდენობით წყლის, ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმის მომხსნელი საშუალებების გამოყენებით.
დიდი ზომის კენჭებისათვის გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის ქირურგიულიც.