თირკმლის ცისტა (კისტა)
თირკმლის ცისტა (კისტა)
allmedic
თირკმლის ცისტა (კისტა)
თირკმლის ცისტა (კისტა)

თირკმლის კისტა მრგვალი, სითხით სავსე ბუშტია, რომელიც ლოკალიზებულია თირკმლის ზედაპირზე ან მის შიგნით. მისი არსებობა შეიძლება უკავშირდებოდეს რაიმე სერიოზულ დაავადებას ან იყოს ე.წ. მარტივი ცისტა, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს ორგანიზმისთვის.

რა იწვევს თირკმლის კისტის ჩამოყალიბებას ჯერ-ჯერობით არაა ნათელი.

მარტივი ცისტები არანაირ სიმპტომებს არ ამჟღავნებენ, სანამ არ მიაღწევენ გარკვეულ ზომებს. ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს:

  • ყრუ ტკივილი ზურგის ან გვერდის არეში
  • ცხელება
  • მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი

დიაგნოსტირებისათვის გამოიყენება:

  • რადიოლოგიური კვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული კვლევა)
  • თირკმლის ფუნქციის შესამოწმებელი ტესტები (კრეატინინის და შარდოვანას განსაზღვრა სისხლში)

თუკი ცისტა მარტივი ტიპისაა და არ იწვევს არანაირ სიმპტომატიკას, რეკომენდებული არ არის მათი მკურნალობა.

თუ ცისტა ავლენს ზემოჩამოთვლილ სიმპტომებს და იწვევს პაციენტში დისკომფორტს, ესეთ შემთხვევაში ხდება:

  • ცისტის პუნქცია (გახვრეტა), შიგთავის დრენირება და მისი ამოვსება ალკოჰოლით.
  • ქირურგიული გზით ცისტის ამოკვეთა (დიდი კისტის შემთხვევაში) 
allmedic