შფოთვა/პანიკა
შფოთვა/პანიკა
allmedic
შფოთვა/პანიკა
შფოთვა/პანიკა

შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანს, განსხვავებით ჯანმრთელი ადამიანისაგან, აღენიშნება ხშირი, ძლიერი, მუდმივი წუხილი და შიში ყოველდღიური ცხოვრების ბანალური სიტუაციების მიმართ. ხასიათდება განმეორებითობით და შეტევის დაწყებიდან რამდენიმე წუთში აღწევს პიკს, რომელსაც პანიკური შეტევა ეწოდება.  შფოთვით აშლილობებს მიეკუთვნება სოციოფობია (შიში საზოგადოების მიმართ) და სხვადასხვა სპეციფიური ფობიები.

 

მისთვის დამახასიათებელი ზოგადი სიმპტომებია:

  • მოუსვენრობა, ნერვიულობა
  • უძლურობის შეგრძნება
  • თავზარდაცემის, სიკვდილის მოახლოების შეგრძნება
  • მომატებული გულისცემის სიხშირე
  • გახშირებული სუნთქვა
  • ოფლიანობა
  • კანკალი 
  • დაღლილობის ან საერთო სისუსტის შეგრძნება
  • სხვა რამეზე კონცენტრირების უუნარობა
  • კონტროლის დაკარგვის შეგრძნება

 

გარდა ზოგადი სიმპტომებისა, არსებობს შფოთვითი აშლილობის კონკრეტული ტიპები:

  • მშობლებთან დაშორების შიში (ბავშვებში)
  • სელექტიური სიმუნჯე, რომელიც თავს იჩენს მხოლოდ ზოგიერთ სიტუაციაში მაგ. სკოლაში
  • ფობია კონკრეტული საგნების ან სიტუაციების მიმართ
  • სოციოფობის, როდესაც ადამიანი თავს არიდებს საზოგადოებას, ვინაიდან თვლის რომ იქ მას დასცინიან, მას განსჯიან, ცუდი თვალით უყურებენ
  • აგორაფობია, როდესაც ადამიანს ეშინია ისეთი სიტუაციის ან გარემოს, სადაც თავს იგრძნობს არაკომფორტულად, დიდი სივრცის ან ადამიანებით გადაჭედილი გარემოს გამო
  • შფოთვა, რომელიც განპირობებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შიშით

 

 

ამ მდგომარეობის ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენა რთულია, თუმცა მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა, გენეტიკური განწყობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შეიძლება იყოს მისი მაპროვოცირებელი ფაქტორი.

allmedic