დღიური ბიორითმის დარღვევა გრძელვადიან გადაფრენებთან დაკავშირებით
დღიური ბიორითმის დარღვევა გრძელვადიან გადაფრენებთან დაკავშირებით
allmedic
დღიური ბიორითმის დარღვევა გრძელვადიან გადაფრენებთან დაკავშირებით
დღიური ბიორითმის დარღვევა გრძელვადიან გადაფრენებთან დაკავშირებით

გრძელვადიან გადაფრენებთან დაკავშირებული დღიური ბიორითმის დარღვევა ძილის დროებით პრობლემას წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა დროის სარტყელის გადაკვეთისას ვლინდება.

თითოეულ ორგანიზმს საკუთარი ბიოლოგიური საათი აქვს, რომელიც მორგებულია თქვენი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დროის ზონასთან. ამ ზონის ცვლილება და მასთან შეგუება გარკვეულ დროს მოითხოვს, რომელიც ვლინდება ძილთან დაკავშირებული პრობლემებით.

უშუალო გამომწვევებს წარმოადგენს:

  • ბიოლოგიური საათის დარღვევა
  • მზის სინათლის ზეგავლენა (მზე არეგულირებს პიგმენტი მელანინის წარმოქმნას, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის)
  • თვითმფრინავის კაბინაში არსებული წნევისა და ტენიანობის დონე

დღიური ბიორითმის დარღვევის  სიმპტომატკა განსხვავებულია, ზოგადად კი შემდეგნაირია:

  • ძილის დარღვევა
  • დღისით დაღლილობა
  • კონცენტრაციისა და ზოგადად ნორმალური ფუნქციონირების დარღვევები
  • კუჭ-ნაწლავის პრობლემები
  • ზოგადი ცუდად ყოფნის შეგრძნება
  • ხასიათის ცვლილებები

ეს მდგომარეობა, როგორც წესი დროებითია და არ საჭიროებს მკურნალობას, მაგრამ თუკი ხშირად გიწევთ მოგზაურობა და ეს სიმპტომები თქვნთვის და თქვენი საქმისათვის ხელის შემშლელია, ექიმი გამოგიწერთ მსუბუქ დამაშვიდებლებს ან საძილე საშუალებებს.

allmedic