
შინაგანი სისხლდენა საკმაოდ რთული და მძიმე გართულებაა, რომელიც სხვადასხვა დაავადებების (წყლული, ანევრიზმა, ვარიკოზი, სიმსივნე) და ტრავმების დროს გვხვდება. შესაბამისად იგი ხან არის თვალითხილული, ხან არა. ზოგჯერ სისხლდენა თავისით შეიძლება შეჩერდეს, ზოგჯერ კი სასწრაფო გადაუდებელი დამხარებაა საჭირო.
ხშირად, შინაგანი სისხლდენის სიმპტომები ყურადღებას არ იქცევს, რაც ადამიანის დაღუპვის მიზეზი შეიძლება გახდეს.
შინაგანი სისხლდენისათვის დამახასიათებელი ზოგადი სიმპტომებია:
შინაგანი სისხლდენის დროს აუცილბელია სასწარაფო დახმარების გამოძახება და ადამიანის ჰოსპიტალიზაცია, სადაც ჩაუტარდება დაზიანების კერის აღმოსაჩენი კვლევები.
მკურნალობა, როგორც წესი, გულისხმობს ქირურგიულ ჩარევას და სისხლდენის ამ სახით შეჩერებას.