უძილობა
უძილობა
allmedic
უძილობა
უძილობა

ინსომნია ანუ უძილობა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს უჭირს ჩაძინება, გაღვიძების შემდეგ თავს გრძნობს გამოუძინებლად, მიუხედავად იმისა, რომ მას ძილისთვის ადექვატური პირობები ჰქონდა შექმნილი.

უძილობა ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ადამიანის ენერგიულობასა და ხასიათზე, არამედ ჯანმრთელობაზე, სამსახურეობრივ ქმედითუნარიანობასა და ცხოვრების ხარისხზე.

უძილობა შედარებთ სუბიექტურია, რადგან თითოეულ ადამიანს განსხვავებული ხანგრძლივობის და სიღრმის ძილი ჰყოფნის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ადამიანთა უმრავლესობისათვის საშუალოდ 7-8 საათის ძილი სრულიად საკმარისია ენერგიის აღსადგენად.

ბევრი ადამიანი განიცდის უძილობას ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში, მაგრამ შესაძლოა ამან ქრონიკული სახეც მიიღოს.

უძილობის ყველაზე ხშირი განმაპირობებელი მიზეზებია:

  • სტრესი
  • შფოთვა
  • დეპრესია
  • სხვადასხვა მდგომარეობები და დაავადებები: ქრონიკული ტკივილი, ჰაერის უკმარისობა, ღამე ხშირად შარდვა, ალცჰაიმერი, პარკინსონი და სხვა.
  • გარემოს ან სამუშაო გრაფიკის ცვლილებები
  • არასტაბილური ძილის გრაფიკი
  • სხვადასხვა მედიკამენტები
  • კოფეინი, ნიკოტინი და ალკოჰოლი
  • ზედმეტი საკვების მიღება გვიან საღამოს

უძილობის სიმპტომატიკა შემდეგნაირია:

  • რთული ჩაძინება
  • ღამის განმავლობაში გაღვიძება
  • ძალიან ადრე გაღვიძება
  • გამოუძინებლობის შეგრძნება
  • დღის მანძილზე დაღლილობა და ძილიანობა
  • გაღიზიანებადობა, დეპრესია, შფოთვა
  • კონცენტრაცის უნარის და მეხსიერების დაქვეითება
  • გახშირებული შეცდომები, ტრავმები, ავარიები
  • თავის ტკივილი
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანება
  • ღელვა ძილთან დაკავშირებული პრობლემების გამო

დიაგნოზის დასმა პაციენტის ჩივილების გამოკითხვითა და სამედიცინო ისტორიის შესწავლით ხდება.

უძილობის მკურნალობის პირველი საფეხური გამომწვევი მიზეზის განკურნებაა, ხოლო შემდეგ მიმართავენ ქცევით თერაპიას და მედიკამენტოზურ მკურნალობას.

ქცევითი თერაპია გულისხმობს:

  • ძილთან დაკავშირებული სწორი ჩვევების ჩამოყალიბებას
  • ნეგატიური აზრებისაგან გათავისუფლებას
  • რელაქსაციის მეთოდების შესწავლას
  • საწოლისა და საძნებლის დაკავშირებას მხოლოდ ძილთან
  • და სხვ.

საძილე მედიკამენტებს მიმართავენ იშვიათად და ხანმოკლე დროის მანძილზე, ვინაიდან მათ მიჩვევის ეფექტი ახასიათებთ.

allmedic