ჩაზრდილი ფეხის ფრჩხილები
ჩაზრდილი ფეხის ფრჩხილები
allmedic
ჩაზრდილი ფეხის ფრჩხილები
ჩაზრდილი ფეხის ფრჩხილები

ჩაზრდილი ფეხის ფრჩხილი წარმოადგენს მდგომარეობას, რომლის დროსაც ფრჩხილის ნაწილი ან გვერდი ჩაიზრდება ირგვლივმდებარე რბილ ქსოვილში.

გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს:

  • მოჭერილი ფეხსაცმლის ტარება, რომელიც აწვება ფრჩხილებს
  • არასწორად ან ძალიან მოკლედ მოჭრილი ფრჩხილები
  • ფრჩხილის დაზიანება/გაჭრა

ფრჩხილის ჩაზრდას ახასიათებს:

  • ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა ფრჩხილის გვერდებზე
  • სიწითხლე ფრჩხილის გარშემო
  • ქსოვილების დაინფიცირება ფრჩხილის გარშემო

მკურნალობისათვის მიმართავენ:

  • ფრჩხილის წამოწევას და მის ქვეშ მცირე ზომის ბამბის ნაფლეთის შედებას, რათა ფრჩხილმა თავისუფლად განაგრძოს ზრდა დაბრკოლების გარეშე
  • ფრჩხილის ნაწილობრივად  მოჭრა
  • ფრჩხილისა და გვერდზე არსებული ქსოვილების მოშორება

მძიმე შემთხვევაში შესაძლოა ექიმმა დაგინიშნოთ ადგილობრივად წასასმელი ან დასალევი ანტიბიოტიკი.

allmedic