
ანორექსია არასწორი კვების შედეგად განვითარებული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება წონის მატების პანიკური შიშით, არანორმალურად დაბალი სხეულის წონით და რეალური წონის არაადექვატური აღქმით. ამ დაავადების მქონე ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ წონის კონტროლს, ითვლიან თითოეულ მიღებულ კალორიას, იღებენ ძალიან ცოტა საკვებს, ჭამის შემდეგ ხელოვნურად იწვევენ ღებინებას, სვამენ საფაღარათო საშუალებებს და შარდმდენებს.
დაავადება ხასიათდება როგორც ფიზიკური მდგომარეობის, ასევე ემოციური და ქცევითი ცვლილებებითაც.
ფიზიკური მდგომარეობის გაუარესება გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით:
ემოციური და ქცევითი მდგომარეობის გაუარესება გამოიხატება შემდეგ ცვლილებებში:
ანორექსიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა გამოყოფენ ბიოლოგიურ (გენეტიკური მიდრეკილება), ფსიქოლოგიურ (მიდრეკილება სრულყოფილებისკენ, აკვიატებული იდეები) და გარემო (თანამედროვე მოდის ტენდენცია) ფაქტორებს.
რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს: ახალგაზრდა ასაკი, მდედრობითი სქესი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ოჯახური ანამნეზი, გარემოს ცვლილებები, ფსიქოლოგიური სტრესი, მედია, საზოგადოებრივი აზრი, პროფესია (მოცეკვავე, მოდელი, სპორტსმენი).
ანორექსიამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა: ანემია, პრობლემები გულის მხრივ, მოტეხილობები, ქალებში მენსტრუალური ციკლის დაკარგვა, მამაკაცებში ტესტოსტერონის დონის დაქვეითება, კუჭ-ნაწლავის მხრივ შეკრულობა, გულისრევა, თირკმლის დაავადებები.
მკურნალობა მოიცავს ექიმებისა და ფსიქოთერაპევტების ხანგრძლივ გუნდურ მუშაობას.