უნაყოფობა
უნაყოფობა
allmedic
უნაყოფობა
უნაყოფობა

უნაყოფობა განისაზღვრება, როგორც დაფეხმძიმობის შეუძლებლობა მიუხედავად მუდმივი, დაუცველი სქესობრივი კავშირისა ერთი წლის განმავლობაში.

უნაყოფობა შეიძლება განპირობებული იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი პრობლემებით, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

მამაკაცებში უნაყოფობას განაპირობებს:

  • სპერმის წარმოქმნასთან, ფუნქციონირებასთან და გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები
  • სხვადასხვა ქიმიური, რადიაციული თუ ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედება
  • სასქესო ორგანოების დაავადებები, განსაკუთრებით სიმსივნე

ქალებში უნაყოფობა განპირობებულია:

  • ოვულაციის დარღვევებით
  • სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებებით
  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებით
  • და სხვ.

უნაყოფობის მკურნალობა ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია, რომელიც მოიცავს მრავალ დიაგნოსტიკურ კვლევას როგორც ქალბატონში, ასევე მამაკაცში.

მკურნალობის გზა, ისევე როგორც პრობლემის გამომწვევი მიზეზი მრავალფეროვანია.

მამაკაცებში ის შეიძლება გულისხმობდეს:

  • სასქესო სისტემის ინფექციების მკურნალობას
  • სქესობრივ აქტთან დაკავშირებული პრობლემების მკურნალობას
  • ჰორმონული დისბალანსის მოწესრიგებას
  • საჭიროებისას ქირურგიულ ჩარევას

ქალებში მკურნალობა მიმართულია:

  • ოვულაციის სტიმულირებისაკენ სხვადასხვა მედიკამენტებით
  • ხელოვნური განაყოფიერებისაკენ
  • საჭიროებისას ქირურგიულ ჩარევისკენ

ამასთანავე, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ხშირად უნაყოფობა ფსიქოლოგიური პრობლემაა, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს ფსიქოლოგიური დახმარებაც. 

allmedic