
იმუნიზაცია, იგივე ვაქცინაცია, გულისხმობს მცირე რაოდენობით დასუსტებული ან მკვდარი ვირუსის ან ბაქტერიის საშუალებით იმავე ვირუსის/ბაქტერიის მიერ გამოწვეული დაავადების პრევენციას.
ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის შემდეგ ხდება კონკრეტული გამომწვევის საწინააღმდეგოდ ანტისხეულების გამომუშავება, ძლიერდება იმუნიტეტი და ადამიანი აღარ ავადდება ან ავადდება ძალიან მსუბუქი ფორმით.
უამრავი დავა არსებობს იმის შესახებ, ღირს თუ არა იმუნიზაციის ჩატარება, რადგან ისევე როგორც ნებისმიერ დაავადებას, ვაქცინებსაც ახასიათებთ მცირე რეაქციები - შეწითლება ინექციის ადგილას და დაბალი სიცხე. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ოდესღაც ისეთი სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობები, როგორებიცაა პოლიომიელიტი და ყვავილი სწორედ ვაქცინაციის წყალობით აღმოიფხვრა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირეწლოვანი ბავშვების ვაქცინაცია. დღესდღეისობით საქართველოში იმუნიზაცია წარმოებს აცრების ეროვნული კალენდარის მიხედვით. კალენდარში მითითებულია თუ რა ასაკზე რა დაავადების საწინააღმდეგო აცრა უწევს თქვენს პატარას.